ანონსი

🚩🚩სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!🚩🚩

🙌🏼🙌🏼2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა განცხადება და შემდეგი დოკუმენტაცია:📜📜📜
• პირადობის მოწმობის ასლი,
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისათვის) 
• სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით,
• ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით,
• პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით,
• საბაკალავრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი,
• სამაგისტრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ბაკალავრის დიპლომის ასლი,
📌📌უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
📌📌დოკუმენტაცია მიიღება 10:00-16:00 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.(ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 350).

დისკუსია თემაზე: „ინტერნეტ-სივრცის გავლენა პოლიტიკაზე და მისი სამართლებრივი რეგულაციები“

2019 წლის 15  ივლისს  14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამკითხველოში, პროფესორი  ელიკო წიკლაური ლამიხი და  პროფესორი ალექსანდრე ღლონტი ჩაატარებენ  დისკუსიას  „ინტერნეტ-სივრცის გავლენა პოლიტიკაზე და მისი სამართლებრივი რეგულაციები“

 

გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ატარებს გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებას ადამიანის უფლებების დაცვაზე (ეთნიკური უმცირესობების კუთხით)

პროექტი ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მონაწილებას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)

შერჩეული მონაწილეები წარმოდგენილნი იქნებიან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგატების სახით და შეიქმნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.
შერჩეულ დელეგატებს ჩაუტარდებათ 3 დღიანი ტრეინინგი და ამის შემდგომ გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სიმულაცია (მოდელირება).

ჟიური პროექტში გამარჯვებულ 3 (I, II, III) დელეგატს გამოავლენს, მათ გადაეცემათ საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს ქართულ და ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატები.

დელეგატები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობის დროს თავს გამოიჩენენ თავიანთი პოზიტიური აქტივობით, შესაძლებლობა ეძლევათ გაწევრიანდებიან კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებში და მიიღონ მონაწილება სხვადასხვა პროექტებში. ქვემოთ მოცემულ ლინკზე გაიარეთ რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdowmJli1sj8PRZVp6JFzZCXBQWfcoWbkyDPts6IapWn55f3A/viewform

პროქტის განხორციელების თარიღი:

ტრენინგი: 10 , 11 და 12 ივლისი.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება 13 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

საგამოცდო ცხრილები

დოქტორანტურაზე მყოფი სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მყოფ  სტუდენტთა საყურადღებოდ!

 სწავლება არის სემესტრული; სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ერთი სემესტრის განმავლობაში  არის 15  სასწავლო კვირა.

სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას,  სასწავლო კვირა არის დროის ის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება  სტუდენტის სასწავლო დატვირთვა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მიმდინარე აქტივობის ანუ სემესტრის მანძილზე სემინარების მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური ჯამური დადებითი შეფასება არის- 15 ქულა. რაც იმას ნიშნავს, რომ დოქტორანტურის  სტუდენტს  სემესტრის ბოლოს  საკურსო ნაშრომთან ერთად ჯამში ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აქტივობის მინიმალური კომპეტენცია  15 ქულა უნდა ჰქონდეს.  რაც, შეეხება შუალედურ გამოცდას, მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15  ქულა.

დასკვნითი შეფასების მაქსიმალური დადებითი ქულა არის 40 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მაგისტრატურაში წარმოადგენს 20 ქულა.

მინიმალური კომპეტენციები:

სემესტრულ (სემინარები+საკურსო ნაშრომი )  აქტივობაში (საკურსო ნაშრომი): 15 ქულა- 30ქულიდან

შუალედურ გამოცდაზე: 15 ქულა-30ქულიდან

ფინალურ გამოცდაზე: 20 ქულა-40 ქულიდან

იმისთვის, რომ სტუდენტი გავიდეს დასკვნით გამოცდაზე უნდა ჰქონდეს სემესტრულ აქტივობაში 15 ქულა და შუალედური წერაში 15  ქულა. რომელიმე მინიმალური კომპეტენციის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი  დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

იმისთვის, რომ სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს მაქსიმალური შეფასებიდან 100 ქულიდან უნდა დააგროვოს 51 ქულა.

სტუდენტი ვალდებულია გავიდეს დასკვნით გამოცდაზე და აიღოს 20 ქულა, მიუხედავად იმისა, უკვე აქვს თუ არა 51 ქულა დაგროვებული.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 910ა.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორნატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტს ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს კონსულტაციის ოთახს,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00- 17:00 საათამდე.  მაგისტრებს დამატებით შეუძლიათ ისარგებლონ კონსულტაციით შაბათს 11:00-14:00 საათამდე. 910ა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები

ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 24 დეკემბერს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს: ასოცირებულ პროფესორსა და პროფესორს.

 

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოება 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით,

11:00 საათიდან 18:00 საათამდე,  კვირის გარდა,  913ა ოთახში.

რეგისტრაციისას მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი ცნობა და სამოქმედო პროგრამა.

კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის განხილვა მოხდება  ფაკულტეტის საბჭოზე 21 დეკემბერს 16:00საათზე. 909ბ აუდიტორიაში.

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge