სამართლის კლინიკა

ლაბორატორია

ბიბლიოთეკა

გალერეა

დეკანატი

ცხრილები

ბმულები

განცხადებები

კონსტიტუციური სამართლის სასწავლო კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 15 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას კონსტიტუციური სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

 კურსის თემატიკა:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია
  • საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და სარჩელის ტექნიკური მხარე
  • რომელი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში?
  • საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სუბიექტი
  • ნორმატიული აქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციასთან
  • საკონსტიტუციო განხილვების სტადიები
  • საკონსტიტუციო განხილვა სარჩელის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის ეტაპზე
  • საკონსტიტუციო განხილვის ვადები

 

კურსის გავლის შემდგომ სტუდენტებს ექნებათ ცოდნა საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე.

 

ლექციების კურსი პროპორციულად პრაქტიკულ კომპონენტს უფრო მეტად მოიცავს, ვიდრე თეორიულს. პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება კონკრეტული კაზუსების ამოხსნა ზეპირი მსჯელობითა და წერითი დავალებებით.

კურსის დასასრულს გაიმართება იმიტირებული სასამართლო  პროცესი.

კურსს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი ეკა მამრიკიშვილი.

კონსტიტუციური სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-2 მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ 15 თებერვლიდან  8 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com;

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის  შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი: მარიამ აბულაძე – 595961900

 

Download (DOCX, 38KB)

107750a   და  107650b ჯგუფის სტუდენტების საყურადღებოდ!!

 

გაცნობებთ, რომ 107750a  ჯგუფს  სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილში დასკვნითი გამოცდა გექნებათ 27 თებერვალს 10:00 საათზე კომპიუტერულ ცენტრში(პირველი კორპუსი).

107650b ჯგუფს  საფინანსო სამართალში დასკვნითი გამოცდა გექნებათ 21 თებერვალს 17:30 საათზე კომპიუტერულ ცენტრში (პირველი კორპუსი).

გამოცდები პროფ. ქეთევან ჯინჭარაძესთან

პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძესთან ინდივიდუალურად არსებული სტუდენტებისთვის ყველა საგანში გამოცდა ჩატარდება შაბათს 16:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში.

პროფ.ოსიძესთან გამოცდები

ყურადღება

გრაფიკოსანი სტუდენტებისათვის: დამატებითი გამოცდების დღეებია: მაგისტრებისათვის საგანი: პოლიტიკის ფილოსოფია, ჯგ. 707885 და 707886, ჩატარდება 14 თებერვალს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე მე-6 კორპუსის მე-6 სართულზე საგანი: საერთაშორისო უშიშროების თანამედროვე გამოწვევები, ჯგ. 707885 და 707886, ჩატარდება 16 თებერვალს, შაბათს 11 საათზე, მე-6 კორპუსის მე-6 სართულზე ბაკალავრი – გრაფიკოსნებისათვის ჯგუფები: 107850-ის ( K, J, L, N, M, O, P, I, H, G) ყველა ერთად, ასევე მობილობით გადმოსულთათვის!!! საგანი: შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ჩატარდება 15 თებერვალს, პარასკევს, 17.00 საათზე, მე-6 კორპუსის მე-9 სართულზე, 902 – ბ აუდიტორიაში, ასევე 16 თებერვალს, შაბათს, 14.00 საათზე, მე-6 კორპუსის მე-9 სართულზე, 912 – ა აუდიტორიაში

2016 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის მიზანი და ამოცანაა გააჩინოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა და მისცეს სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება.

More Info

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ 598 33 22 05 ან მოგვწერეთ: law@gtu.ge

არქივი