ანონსი

პროექტის “ტრენერთა სკოლის” პრეზენტაცია გაიმართება

2018 წლის 2 მარტს 15:30-ზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან გაიმართება შეხვედრა, რომელიც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის ერთობლივი პროექტის „ტრენერთა სკოლის“ პრეზენტაციას ჩაატარებს.

გაზაფხულის სკოლა 2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ორგანიზებით,ამა წლის 6-7-8  მარტს  ტარდება  გაზაფხულის სკოლა 2018
„გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“.

პროექტში მონაწილეობის მსურველები, გასაუბრებაზე მობრძანდით, ორშაბათს 26 თებერვალს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე 913ა ოთახში.

კომისიის წევრები: დეკანი, პროფესორი ირაკლი  გაბისონია

პროფესორი მაია ყიფიანი

პროფესორი ციალა გლოველი

შეხვდი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს

 

2018 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ შეხვდი დამსაქმებელს ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია.

შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

2018 წლის 20 მარტს 18:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, პროექტ ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დიმიტრი ცქიტიშვილთან და ნინო წილოსანთან. (დასწრება თავისუფალია).

შეხვედრა ჩატარდება: კოსტავას ქ. #77,  სტუ-ს  VI კორპუსი, IX სართული, საჯარო სამართლის ლაბორატორია (907 ა)

საგამოცდო ცხრილები

სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 7 ივნისს 16:00  საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიხსენება სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია. კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება იწარმოებს 2017 წლის 17 აპრილიდან 27 მაისამდე სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტარციული კორპუსი, II სართული, ოთახი №242ბ). კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურენოვანი თეზისი თანდართული ინსტრუქციის  შესაბამისად (ერთი ამობეჭდილი და ერთი CD დისკზე ჩაწერილი).

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისათვის გაიხსნება კონფერენციის შემდეგი სამუშაო სექციები :

  1. სამართლის სექცია
  2. სოციალურ მეცნიერებათა სექცია.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტმა ნაშრომის ერთი ეგზემპლიარი უნდა წარადგინოს შესაბამის დეპარტამენტში 2017 წლის 10 ივნისამდე.

კონფერენციის სექციების მუშაობა გაიმართება 2017 წლის 12 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომები გამოიცემა თეზისების კრებულის სახით, რომელშიც დაიბეჭდება კონფერენციაში მონაწილე თითოეული სტუდენტის ნაშრომის ქართულ-და ინგლისურენოვანი თეზისები. კონფერენციაში მონაწილე გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ I, II და  III ხარისხის დიპლომები, ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

რეგისტრაცია სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზეზე არსებული “ახალგაზრდა იურისტთა კლუბი” იწყებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესისთვის.

გუნდი უნდა შედგებოდეს 4 სტუდენტისგან (სავალდებულო კურსი მე-3 და ზევით).

შეჯიბრი გაიმართება 2 ეტაპად: 1. მასალის წერილობითი წარდგენა;

 2. საუკეთესო ჯგუფების გამოვლენა და იმიტირებული პროცესი.

რეგისტრაცია გაგრძელდება 7 მაისამდე, რეგისტრაციის მსურველები დაუკავშირდით “ახალგაზრდა იურისტთა კლუბის” facebook გვერდზე ან ნომერზე: 599-799-731.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე – ირაკლი გაბისონია

პანდემიის პირობებში ხშირია სტუდენტების უკმაყოფილება, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა. პანდემიის პირობებში სტუდენტთა ხელშეწყობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანი წერს:

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 210 სტუდენტს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაუფინანსდა სწავლების საფასური სრულად ან ნაწილობრივ. 2000 სტუდენტმა ისარგებლა გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით. ყოველწლიურად ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ენიშნებათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სტიპენდია.

სტუდენტურ საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებში, ვორქშოფებში, ტრეინინგებში მონაწილეობისთვის ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებული შტატებში სტუდენტებისთვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 260 000 ლარი.

სასწავლო პროცესში ინტერნაციონალიზაციის მიზნით ფაკულტეტმა გააფორმა მემორანდუმები და სტუ-მ უმასპინძლა გერმანიის მაქს პლანკის, იტალიის ლინქ ქამფუს, ლა საპიენცას უნივერსტიტეტების დელეგაციას. უცხოელი პროფესორების ელიკო ლამიხის, ჰანს იორგ ალბრეხტის, რომინა გურაშის, ანდრეა კარტნეის, პეტერ იორგენ გრაფის, ვოლფრამ შედლერის და სხვათა მიერ ჩატარდა საჯარო ლექციები, ტრეინინგები, ვორქშოფები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები. განხორციელდა სასწავლო პრაქტიკული პროექტები: „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“, “შეხვდი დამსაქმებელს“, „მე ვარ პროფესორი“ და სხვა.“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე – ირაკლი გაბისონია

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge