Author Archives: gabela23
საგამოცდო წესები
გამოცდაზე არ დაიშვება, ასევე საგამოცდო პროცესიდან მოიხსნება სტუდენტი, რომელიც
- არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იქნება სტუდენტის იდენტიფიკაცია;
- სტუდენტის მიერ მობილური ტელეფონის, ტექნიკური ან სხვა ნებისმიერი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში (წიგნი, კონსპექტი, ამონარიდი, სახელმძღვანელო და სხვა);
- გამოცდაზე გამოცხადდება 15 წუთით დაგვიანების შემდეგ.
სტუდენტს საგამოცდო ნაშრომის განულების შემთხვევაში ელექტრონულ უწყისში დაუფიქსირდება 0, ხოლო დისცილპილნური სახდელის დაკისრების საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო
იხილეთ გამოცდაზე მიღებული შეფასების გასაჩივრების წესი :
პროექტი „სტუდენტი სტუდენტისთვის“
გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა პროექტი – იმიტირებული ლექციების კურსი. პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ლექციებს. პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის საფუძველზე, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ2019 30 აპრილიდან 10 მაისამდე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf1h_f-VQzY3uJKThOHrGyC68dbYOIQZ-Gx2sK0TrQnYVHQmQ/viewform
გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია.
პროექტი შედგება შემდეგი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი- თითოეულ კურსსა და სპეციალობაზე მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა (სამართალი – 4, საერთაშორისო ურთიერთობების – 4 საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი)- 4);
- მეორე ეტაპი – გამარჯვებულ კანდიდატებს შორის ჩატარდება შეჯიბრი, სადაც სპეციალობის მიხედვით გამოვლინდება 5 გამარჯვებული (სამართალი – 2; საერთაშორისო ურთიერთობების- 2; საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი) – 1);
- ფინალი – მეორე ეტაპზე შერჩეული 5 კანდიდატისგან გამოვლინდება 1 გამარჯვებული.
შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული კომისიის მიერ.
შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- საუბრობს გამართულად და გასაგებად;
- აწვდის შესაბამის ინფორმაციას, საკუთარ შეხედულებებს;
- ლექციას წარმართავს თავდაჯერებულად;
- კითხვებზე იძლევა სწორ და ამომწურავ პასუხებს;
- ლექციაზე იყენებს თანამედროვე საშუალებებს;
- იცავს ეთიკურ ნორმებს;
- ზრუნავს საკუთარ იერზე;
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ფინალში გასულ სტუდენტებს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.
ზურაბ აბაშიძის საჯარო ლექცია
2019 წლის 3 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა დიპლომატმა,პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ. შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბატონ ზურაბს ასევე პროფესორ ავთანდილ კიკნაძეს საჯარო ლექციის ორგანიზებისათვის.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს მოწვეულ სტუმარს შეკითხვები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და სთხოვეს შეეფასებინა სხვადასხვა ასპექტები
ზურა ბატიაშვილის საჯარო ლექცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 17 აპრილს 14:00 საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ზურა ბატიაშვილი თემაზე: აშშ-თურქეთის ურთიერთობები და საქართველო.
ედიშერ ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია
✅2019 წლის 5 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის წიგნის ,,ევროინტეგრაციის სათავეებთან’’ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ედიშერ ჯაფარიძის ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ხდება კომპლექსური გამოკვლევა თემისა, რომელიც ეხება სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორს, ევროპული თანამეგობრობისა და ერთიანი ევროპული კავშირის კონცეფციის ერთ-ერთ პირველ იდეურ დამაარსებელს მიხეილ მუსხელიშვილს. ნაშრომში შესწავლილია ასევე ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის და პირველი ევროპოლოგის (EuropeanStudies) ალექსანდრე ნიკურაძის მოღვაწეობა, რომელმაც სათავე დაუდო ევროპოლოგიის დარგის განვითარებას’’.
სამეცნიერო კონფერენცია -დეოკუპაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – დეოკუპაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში
კონფერენციის თარიღი: 28-29 ივნისი, 2019
კონფერენციის ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, საქართველო
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
- კონფერენციის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 მაისი, 2019
- კონფერენციის საბოლოო შედეგების ვადა: 25 მაისი, 2019
- კონფერენციის თარიღი: 28-29 ივნისი, 2019
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტებული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს;
- ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
- ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ნაშრომის მოცულობა – 7-10 გვერდი;
- ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen;
- შრიფტის ზომა: ძირითადი ტექსტი -11; სქოლიო – 9
- სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
- მინდვრები – 1.9 სმ
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი და CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Publiclaw@gtu.ge
ნაშრომის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ნაშრომის სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა;
- თემის მნიშვნელობა;
- აზრის გამოხატვისა და არგუმენტაციის უნარი;
- თემის ავტორისეული შეფასება;
- ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- რელევანტური ციტირების ტექნიკა
- ბიბლიოგრაფია.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას რედაქტირება გაუწიოს ნაშრომებს და გამოაქვეყნონ ავტორთან შეთანხმებით.
სამეცნიერო კომიტეტი:
ირაკლი გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
ჯემალ გაბელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
ქეთევან ჯინჭარაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი
დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, პროფესორი
გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი
Georgian Technical University is pleased to invite you
to participate in the International Scientific Conference – De-occupation perspectives in XXI Century
Tbilisi, Georgia, June 28-29, 2019
The theme of the conference is: De-occupation perspective in XXI Century
Conference aims:
- To gather scientific innovations;
- To facilitate the establishment of strong scientific connections between Georgian and foreign scientists and doctoral students;
- To promote interdisciplinary studies.
Conference working language: English
Important Dates:
- Conference registration deadline (for submitting conference materials – conference paper and CV) – May 15, 2019
- Conference results – May 25, 2019
- Conference date – June 28-29, 2019
Requirements:
- Academic personnel and doctoral students with an active status of any accredited university are welcome to participate.
- An author can submit only one paper;
- Each paper can have one author.
The presented conference papers must meet the following requirements:
Paper length: 7-10 pages;
Font of the main text and footnote: Sylfaen;
Font size of the main text – 11, footnote: – 9;
Line spacing – 1.15;
Margins – 1.9 cm.
The interested individuals should send their papers and CV to the following email address: Publiclaw@gtu.ge
Please, indicate the title of the conferencein the subject line of email.
The submitted papers will be evaluated according to the following criteria:
- Correspondence between the content and title;
- Significance of the topic;
- The style of forming and expressing opinion;
- Author’s assessment of the subject (individual viewpoint);
- Compliance with technical requirements;
- Proper citation techniques;
- Extensive bibliography.
The selected conference papers will be published in conference proceedings; Therefore, Georgian Technical University reserves the right to edit the papers in agreement with the author.
Scientific Committee:
- Irakli Gabisonia, Doctor of Law, Professor;
- Mariam Jikia, Doctor of Law, Professor;
- Jemal Gabelia, Doctor of Law, Professor;
- Ketevan Jincharadze, Doctor of Law, Professor;
- Dimitry Gegenava, Doctor of Law, Professor;
- Giorgi Goradze, Doctor of Law, Associate Professor.
სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველო- XXI საუკუნე“
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 24 მაისს იმართება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი რიგით მეორე
სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველო- XXI საუკუნე“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენების სახელწოდებები და სამეცნიერო ხელმძღვანელების დასკვნები წარმოადგინეთ და გადმოაგზავნეთ ა.წ. 18 მაისამდე შემდეგ ელ. მისამართზე: kipianimaia@gmail.com
ტრენინგი თემაზე: „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მექანიზმები“.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა
ტრენინგი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ ტრენერს საერთაშორისო კონსულტანტს ზაზა ბეროზაშვილს.
ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო კონსულტანტი, სამართლის დოქტორი ბატონი ზაზა ბეროზაშვილი და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია.
ტრენინგ-სემინარს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 30-მდე სხვადასხვა კურსის სტუდენტი ესწრებოდა. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. 📌📌