ანონსი

,, ევროპარლამენტის მოდელირება“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 14,15, 16 მაისს ტარდება,, ევროპარლამენტის მოდელირება“.

იმუშავებს 6 კომიტეტი:

  1. საგარეო საქმეთა;
  2. ადამიანის უფლებების დაცვის:
  3. უსაფრთხოებისა და თავდაცვის;
  4. იურუდიულ საქმეთა;
  5. სოციალურ საკითხთა;
  6. გენდერული თანასწორობის.

თითოეულ კომიტეტს ეყოლება ორი ხელმძღვანელი და 10 წევრი.

გთხოვთ, მსურველები მობრძანდეთ გასაუბრებაზე  2019 წლის 12 აპრილს 13 საათზე ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში.

სტუდენტური კონფერენცია „კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“

სტუდენტური კონფერენცია

„კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“.

2019 წლის ივნისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ ატარებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“.  მოხსენებები უნდა ეხებოდეს აღნიშნული თემატიკის – პოლიტიკურ, სამართლებრივ, ისტორიულ, რელიგიურ თუ კულტურულ ასპექტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ბაკალავრის და მაგისტრანტის შემთხვევაში წარმოდგენილ განაცხადს, თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენებათა თეზისები, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ფონტი სილფაენი, ინტერვალი 1, შრიფტი 12.

შერჩეული თეზისების ავტორებს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ, ეცნობებათ მიმდინარე წლის 31 მაისამდე.

კონფერეცნიაზე წაკითხული მოხსენებები ელექტრონული სახით განთავსდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო საუკეთესო მოხსენებები, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით, გამოიცემა საკონფერენციო მასალების ელექტრონულ და ფიზიკურ კრებულში.

მოხსენებათა თეზისები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nato.songuli@yahoo.com

სტუდენტური კონფერენცია – ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის  მიერ 2019 წლის 2 მაისს ტარდება სტუდენტური კონფერენცია – ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ ადამიანის უფლებებს, კონვენციის გავლენას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  სპეციალობის საბაკალავრო,  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი:Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება

ფინალურ ეტაპზე შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 მარტი, 2019 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

მეილში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველო- XXI საუკუნე“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 24 მაისს იმართება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის  გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი რიგით მეორე

სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველო- XXI საუკუნე“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენების სახელწოდებები და სამეცნიერო ხელმძღვანელების დასკვნები წარმოადგინეთ და გადმოაგზავნეთ ა.წ. 18 მაისამდე შემდეგ ელ. მისამართზე: kipianimaia@gmail.com

საგამოცდო ცხრილები

რიგგარეშე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ

ის სტუდენტები, რომლებიც გადმოვიდნენ რიგგარეშე მობილობით 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით   უნდა გამოცხადნენ 909ა (ბიბლიოთეკაში) ხელშეკრულების გასაფორმებლად. თან უნდა იქონიონ გადახდის ქვითარი (1125 ლარი), 10:30-იდან 17:00საათამდე

ფაკულტეტის ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა დეკანთან

2018 წლის 26 ნოემბერს 14:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის მარკო ვალიჯის საჯარო ლექცია

2018 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  12:00საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორი მარკო ვალიჯი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “ევროკავშირი და ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები”

 

ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“

2018 წლის 18-21 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის ორგანიზებით ფაკულტეტზე ჩვენი სტუდენტებისთვის ტარდება ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“.

საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ: მარკო ვალიჯი-საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორი;ნენო გაბელია-რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.

შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. მსურველები უნდა დარეგისტრირდით https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe4pOzI8eTHDOkLTLb8yeIF361du05nRwSNlSAeVoQB1sHg6A/viewform  გაიცემა სერტიფიკატი

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge