ანონსი

“პოლიტიკა სამსჯავროზე” ინგლისურენოვანი პროცესისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.

პროექტის სამუშაო ენა – ინგლისური.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: publiclaw@gtu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 28 მარტი, 2019.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვა

2019 წლის 13 მარტს 16:00 საათზე სტუ-ს სამართლისა  და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვა, რომელსაც დაესწრება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია .

პროფესორ ქეთი ჯინჭარაძესთან გადაბარების გამოცდა  

 

პროფესორ ქეთი ჯინჭარაძესთან დამატებითი სტუდენტებისთვის  გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 9 მარტს (შაბათს) 13:00 საათზე 909ბ.

საგამოცდო ცხრილები

ნინო ბოლქვაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 8 ნოემბერს, 14:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის გოჩა ოჩიგავას ინიციატივით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შედგება სტუდენტების შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   დირექტორთან ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრთან, ქალბატონ ნინო ბოლქვაძესთან, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველო – ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.  დასწრება თავისუფალია.

გაეროს მოდელირება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელირებაზე.✔✔✔

🔴მოდელირების განსახილველი თემა – „თავდასხმა თავდაცვის მიზნით“🙌.

მოდელირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

რეგისტრაციისათვის საჭიროა ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

🔴მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე მონაწილეების შერჩევა მოხდება CV  და სამოტივაციო წერილის საფუძველზე; ხოლო მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ესსეს მომზადება (არაუმეტეს 1000 სიტყვისა), რომლის სეფასების შემდგომ შერჩეული იქნება საბოლოო 16 კანდიდატი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • პირველადი რეგისტრაცია (CV და სამოტივაციო წერილი) – 5 ნოემბერი, 2018 წელი
  • პირველადი შერჩევის შედეგები – 8 ნოემბერი, 2018 წელი
  • მეორე ეტაპი (ესსე) – 15 ნოემბერი, 2018 წელი
  • საბოლოო შერჩევის შედეგები – 19 ნოემბერი, 2018 წელი
  • ტრენინგი – 24 ნოემბერი, 2018 წელი
  • მოდელირება – 1 დეკემბერი, 2018 წელი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: publiclaw@gtu.ge

 

გრაფიკზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

📌📌2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა სტუდენტმა განცხადებასთან ერთად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 910 ა ოთახში(საკონსულტაციო ოთახში), 10:30-იდან 17:00საათამდე უნდა წარადგინოს ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია  2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით(შაბათ-კვირის გარდა).📌📌

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე

გადასვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ)  მცირეწლოვანი ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ს ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა;

ე) სტუ-ს შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპროტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სხვა სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამის სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – სენატის სპიკერის შუამდგომლობა);

თ) ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა.

ი) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.

 

ყველა საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

📌📌სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის აგრეთვე, სწავლების დამატებით წელზე მყოფმა სტუდენტებმა (გარდა პირველკურსელებისა) 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააფორმონ სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები.📆
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ ამონაწერი ბუღალტერიიდან და სწავლების საფასურის ¼ (562 ლარი)📍📍

🚩🚩სტუდენტები, რომლებიც დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან სწავლის საფასურის მეოთხედს და არ გაივლიან რეგისტრაციას შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.🔏

📍📍 რეგისტრაციის დრო: 10:30-16:30 ბაკალავრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის დრო: 11:00-19:00 მაგისტრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის დრო: 11:00-19:00 დოქტორანტებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი:დეკანატი (902ა)ბაკალავრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი:დეკანატი (905ა)მაგისტრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი: 914ა დოქტორანტებისთვის

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge