ანონსი

პროფესორ მარიამ ჯიქიასთან გადაბარება

 

პროფესორ მარიამ ჯიქიასთან   ადამიანის უფლებათა ევროპ. კონვენცია და სასამართლო პრაქტიკა- ში  გადაბარება  ჩატარდება  07.03.2019. 10-11სთ-ზე

თამაზ აქუბარდიას საჯარო ლექცია

2019 წლის 4 მაისს 14:00 საათზე  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი  თამაზ აქუბარდია ჩაატარებს საჯარო ლექცია თემაზე: „სახელისუფლებო ძალაუფლების ანატომია“ .

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა გადაიხადონ სწავლის საფასურის მესამე ნაწილი 565 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

საგამოცდო ცხრილები

იმიტირებული სასამართლო პროცესის მოსამზადებელი სასწავლო კურსი არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის  ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას იმიტირებული პროცესის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

თემატიკა – არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

საქართველოს ბოლო პერიოდის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან სამართლებრივ მიღწევას წარმოადგენს არასრულწლოვანთა კოდექსის მიღება, რომელმაც გააერთიანა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არასრულწლოვანს შეეხება სამართალწარმოების პროცესში.

ლექციათა კურსი შეეხება არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ფარგლებში, შიდა და საერთაშორისო პრინციპების დამუშავებას კონკრეტული კაზუსების ფონზე. ზეპირი მსჯელობისა და წერითი დავალებების დამუშავებით, სტუდენტი მაქსიმალურად გაიაზრებს არასრუწლოვანთა მიმართ დანერგილ უახლეს სამართლებრივ მიდგომებს.

განხილვისა და დამუშავების საკითხები:

  • ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესი, როგორც არასრულწლოვანთა მიდგომის ამოსავალი წერტილი;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები და მეთოდები;
  • განრიდება და მედიაცია;
  • არასრულწლოვნის სისხლის საპროცესო და მატერიალური გარანტიები;
  • არასრულწლოვნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები;
  • არასრულწლოვანთა საპროცესო და მატერიალური გარანტიების საუკეთესო პრაქტიკების შედარებითი სამართლებრივი მიმოხილვა.

ლექციების კურსი პროპორციულად პრაქტიკულ კომპონენტს უფრო მეტად მოიცავს, ვიდრე თეორიულს. პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება კონკრეტული კაზუსების ამოხსნა ზეპირი მსჯელობითა და წერითი დავალებებით.

კურსის დასასრულს კი ჩატარდება იმიტირებული სასამართლო  პროცესი.

სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსის ხანგრძლივობა– 22 საათი.

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

სასწავლო კურსს გაუძღვებასაქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი.

 

პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

სპეც-კურსი: სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება

ინტერდისციპლინური სპეც. კურსის – სახელმწიფოსა და სამართლის სწავლების შეთავაზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მიზნად ისახავს გააცნოს მათ სისტემურ და ისტორიულ დისკურსში მოცემული სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფიის საფუძველმდებარე თემები:  სამართლისა და სახელმწიფოს ცნება, სამართლისა და მორალის, სამართალისა და რელიგიის ურთიერთმიმართება, ბუნებითი სამართალი და სამართლის პოზიტივიზმი, სამართლიანობის განსხვავებული გაგება სხვადასხვა ეპოქაში და აქტუალური  დისკუსიები სახელმწიფოს როლის შესახებ სამართლიანობის განხორციელებაში, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების ფილოსოფიური დაფუძნება, კონტრაქტუალისტური თეორიები,  სახელმწიფოსთვის მიკუთვნებული დასჯის უფლებისა და ძალადობაზე მონოპოლიის საზღვრები, ხელისუფლების დანაწილება და შებოჭვა, სეკულარიზაცია, ქართული ჩვეულებითი და სახელმწიფო-სამართლებრივი აზროვნება.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი გააცნობიერებს სახელმწიფოსა და სამართალს, როგორც ერთის მხრივ კაცობრიობის ისტორიულ-კულტურული განვითარების პროცესის შემადგენელ ფენომენებს, ხოლო მეორეს მხრივ, როგორ აღნიშნული დეტერმინანტებისგან განყენებულ, ყოველ დროში აქტუალურ ფილოსოფიურ გამოწვევებს, რომელთა სრულყოფაც მუდმივი კრიტიკული რეფლექსიის საგანია.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება ლექციაზე მასალის ვერბალურად გადაცემის, დემონსტრირების, ახსნა-განმარტების მეთოდები.

სემინარულ მეცადინეობებზე მოხდება ცალკეულ თემებში ჩაღრმავება სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფიის კლასიკური ტექსტების გარჩევის მეშვეობით, აგრეთვე განვლილი მასალის ლოგიკური დაკავშირება თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და სასამართლო პრეცედენტებთან.

სათანადო დრო დაეთმობა აუდიტორიაში დისკუსიის წარმართვისა და თემატური პოლემიკის გზით განსახილველი საკითხების ირგვლივ ერთ ან რამდენიმე პოზიციაზე ჩამოყალიბებას, აგრეთვე საკუთარი პოზიციისგან აბსტრაგირებით, საპირისპირო მხარის სასარგებლო არგუმენტების მოძიების პრაქტიკას, რაც მომავალ იურისტს დაეხმარება განსახილველი პრობლემატიკის არა ერთი პერსპექტივიდან აღქმის გამომუშავებაში.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან: გერმანელი ემერიტუს-პროფესორი გეორგ ლომანი (ჩაატარებს 4 ან 5 ლექციას) და ილიას სახ. უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ირაკლი თაბორიძე  (ჩაატარებს 10 შეხვედრას).

კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 903 ა ოთახში.

სპეც-კურსი: სეკულარიზაციის თეორიები

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს გთავაზობთ სპეც-კურსს: სეკულარიზაციის თეორიები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-სემინარები და თავისუფალი დისკუსიები თემებზე:

  • სახელმწიფოსა და რელიგიისა ურთიერთმიმართებები თანამედროვე საზოგადოებებში;
  • სეკულარიზაცია: თეორია თუ რეალობა?
  • სეკულარიზაციის პროცესი დასავლურ სამყაროში;
  • სეკულარიზაციის კლასიკური თეორიები და მათი სოციალ-პოლიტიკური და თეორიული საფუძვლები და სხვ.

კურსი ინტერდისციპლინურ მიდგომაზე იქნება აგებული, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხები არა ერთი კონკრეტული დისციპლინის ჭრილიდან იქნება დასმული და განხილული, არამედ სხვადასხვა დისციპლინის (სამართლის თეორიის, სოციალური თეორიის, რელიგიის სოციოლოგიის, ისტორიის) მიდგომებისა და მეთოდების მოშველიებით, რაც შეიძლება ფართო პერსპექტივაში იქნება გაშუქებული. ამ მიდგომის მიზანია, სტუდენტებს გაუფართოვოს თვალსაწიერი ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად აქტუალური საკითხებისა, თუ პრობლემების ხედვაში და გაუადვილოს თანამედროვე დასავლური მეცნიერების პერსპექტივიდან ჩვენი საზოგადოების და კულტურის სპეციფიკის გააზრება. ამასთან, სტუდენტს აღნიშული კურსის გავლის შედეგად, შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლად იმსჯელოს და კრიტიკულად გაიაზროს ესა თუ ის ხედვა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხებზე, სეკულარიზაციის თეორიის პერსპექტივიდან.

კურსის ფარგლებში ლექციების ციკლს წაიკითავს კასელის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ემერიტუს პროფესორი იოჰანეს ვაისი (Johannes Weiß). იოჰანეს ვაისი არის მაქს ვებერის სპეციალისტი და ერფურტის უნივერსიტეტის მაქს ვებერის სახელობის სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის (Max-Weber-Kolleg für kultur- und sozialwissenschaftliche Studien) მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.

 კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს.

 კურსის წარმატებით გავლის შედეგად, სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. კურსზე დასწრება უფასოა.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

  • შესძინოს ზოგადი თეორიული, ინტერდისციპლინური ცოდნა სეკულარიზაციის ცნების, თანამედროვე სოციალურ-თეორიულ, ფილოსოფიურ და პოლიტიკის მეცნიერებებში ამ ცნების განსხვავებული გამოყენების შესახებ.
  • შეუქმნას აკადემიური/მეცნიერული წარმოდგენა სეკულარიზაციის თეორიებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამ თეორიების პერსპექტივიდან დაინახოს და გააანალიზოს სახელმწიფოსა და რელიგიის/რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართების პრობლემატიკა.
  • გაუღრმავოს კრიტიკული ხედვის უნარ-ჩვევები აღნიშნულ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მაგალითებთან მისადაგების გზით, (დებატების, პრეზენტაციის მართვისა და სხვა სავარჯიშოების საფუძველზე)

კურსის წარმატებით გავლის მოსალოდნელი შედეგები:

 სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტს ექნება ცოდნა სეკულარიზაციის ცნების, სეკულარიზაციის ცალკეული თეორიებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების შესახებ. ასევე გაეცნობა ინტერდისციპლინური მიდგომის სპეციფიკას და მის პოტენციალს.

 გარდა ამისა, სტუდენტს საშუალება ექნება თეორიულ ცოდნასთან ერთად, შეიძინოს და გაიღრმავოს რიგი პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა, რაც გულისხმობს:

  • სეკულარიზაციის ცნებისა და თეორიების საქართველოს კონტექსტთან მიმართებაში გამოყენებას; მის ადაპტირებას ქართულ კონტექსტზე;
  • საქართველოში სახელმწიფოსა და რელიგიის/რელიგიურ ინსტიტუტთა შორის მიმართების გაანალიზებას სეკულარიზაციის თეორიების პერსპექტივიდან;
  • საზოგადოებრივ და საჯარო დებატებში ჩართვას სეკულარიზაციის, სეკულარიზმის პრინციპისა და ზოგადად სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების პრობლემატიკაზე; შესაბამისი აკადემიური ტერმინებით ოპერირებას.

 სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს, გააანალიზოს სეკულარიზაციის თეორიის ანალიტიკური და პრაქტიკული ღირებულება და მნიშვნელობა.

კურსის ავტორები და ხელმძღვანელები:

სპეც-კურსი შედგება 15 ლექცია-სემინარისგან, რომელთა ძირითად ნაწილს გაუძღვება კასელის უნივერსიტეტი დოქტორანტი ქეთევან რჩეულიშვილი (10 ლექცია-სემინარი), ხოლო 5 ლექცია-სემინარისგან შემდგარ ციკლს წაიკითავს კასელის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, იოჰანეს ვაისი (კასელის უნივერსიტეტი).

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 903 ა ოთახში.                                 

 

ELSA თბილისის შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან

2018 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს  შეხვდებიან  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის თბილისის გამგეობის წევრები, რომლებიც გააცნობენ სტუდენტებს ელსას ზოგად სტრუქტურას, მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მუშაობის სპეციფიკას. ამასთანავე,  დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაწევრიანდნენ ელსაში.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge