ანონსი

ბერგჰოფის ფონდის ვორქშოფი თემაზე “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდი”

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, რომელიც შეეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციის საფუძველზე.
აპლიკაციების მიღება იწარმოებს 28 სექტემბრიდან და გაგრძელდება 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს, როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ მეილზე iuridiuliganatleba@yahoo.com უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი:
მაკა აბულაძე 595961900;
ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის”, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. განიხილება ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია წლების მანძილზე ბერგჰოფის ფონდის მიერ. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.

Download (DOCX, 39KB)

პოლიტიკური პიარის პრაქტიკული კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 28 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ცხადდება აპლიკაციების მიღება პოლიტიკური პიარის პრაქტიკულ კურსზე.
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკური პიარის არსი, ძირითადი დებულებები და პრინციპები, საარჩევნო აგიტაცია/კამპანია და მისი დაგეგმარება, სამართლებრივი ნორმები და პრაქტიკა. პრაქტიკული კურსის მონაწილეები შეისწავლიან პოლიტიკური პიარის ძირითად ტექნოლოგიებსა (ამომრჩეველთან ურთიერთობა, სოციალური მედია როგორც პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტი და ა.შ.) და საარჩევნო პროცესში ჩართული იმ უწყებების ფუნქციებს, რომელთა კომპეტენციაა უკანონო აგიტაცია/კამპანიის მონიტორინგი და რეაგირება დარღვევებზე. კურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაერკვნენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს აგიტაცია/კამპანიის რეგულაციებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, მათ შორის ვენეციის კომისიის/ეუთოს სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.
კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას წარმოდგენა თუ როგორ იგეგმება პოლიტიკური პიარი, რა რეგულაციები არსებობს საქართველოსა და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.
სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.
კურსი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსის ხანგრძლივობა– 12 საათი.
სასწავლო კურსს გაუძღვება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი ირმა პავლიაშვილი.
კურსის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 39KB)

პროექტი „სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივითა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, სამართლის კლინიკა იწყებს ქართული საუნივერსიტეტო სივრცისთვის უპრეცედენტო პროექტს „სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“.

პროექტის უმთავრესი ამოცანაა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს აუმაღლონ ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკაზე. ამასთანავე, ბენეფიციარებთან კონსულტაციის გაწევისა და განაცხადების მომზადების განმავლობაში პრაქტიკული დავალებებით შეძლონ უფლებების დარღვევის იდენტიფიცირება, წინასწარი წერილებისა და განაცხადების მომზადება და საქმისწარმოების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესწავლა.

კურსი ჩატარდება ორ ეტაპად. კურსის დასასრულს შეირჩევა 3 მონაწილე, რომლებიც გაივლიან 6 თვიან პრაქტიკას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში სადაც პრაქტიკოსი იურისტების დახმარებით მოამზადებენ განაცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.

პროექტს გაუძღვება საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი ნინო ჯომარჯიძე.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა – პრაქტიკული ტრეინინგები 2 თვე, სტაჟირება 6 თვე.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
საბ
პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა 27 სექტემრიდან 15 ოქტომრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 39KB)

სამართლის კლინიკის სტაჟირება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია
აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელად. საბუთების მიღება იწარმოებს 28 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები გაივლიან 6 თვიან პრაქტიკას სამართლის კლინიკაში.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900

Download (DOCX, 39KB)

საგამოცდო ცხრილები

ირაკლი შოთაძეს საჯარო ლექცია

 

2019 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ასოცირებული პროფესორი ირაკლი შოთაძე  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „პროკურატურის ადგილი და  როლი სახელმწიფო ორგანოების სისტემაში“

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მყოფ  სტუდენტთა საყურადღებოდ!

სწავლება არის სემესტრული; სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ერთი სემესტრის განმავლობაში  არის 15  სასწავლო კვირა. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას,  სასწავლო კვირა არის დროის ის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება  სტუდენტის სასწავლო დატვირთვა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მიმდინარე აქტივობის ანუ სემესტრის მანძილზე სემინარების მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური ჯამური  კომპეტენციის

დადებითი შეფასება არის- 15 ქულა. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრატურის სტუდენტს  სემესტრის ბოლოს ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აქტივობის მინიმალური კომპეტენცია  15 ქულა უნდა ჰქონდეს.  რაც შეეხება შუალედურ გამოცდას, მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15  ქულა. დასკვნითი შეფასების მაქსიმალური დადებითი ქულა არის 40 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მაგისტრატურაში წარმოადგენს 20 ქულა.

მინიმალური კომპეტენციები:

სემესტრულ (სემინარები) აქტივობაში: 15 ქულა- 30ქულიდან

შუალედურ გამოცდაზე: 15 ქულა-30ქულიდან

ფინალურ გამოცდაზე: 20 ქულა-40 ქულიდან

იმისთვის, რომ სტუდენტი გავიდეს დასკვნით გამოცდაზე უნდა ჰქონდეს სემესტრულ აქტივობაში 15 ქულა და შუალედურ წერაში  15  ქულა. რომელიმეს მინიმალური კომპეტენციის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი  დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

იმისთვის, რომ სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს მაქსიმალური შეფასებიდან 100 ქულიდან უნდა დააგროვოს 51 ქულა.

სტუდენტი ვალდებულია გავიდეს ფინალურ გამოცდაზე და აიღოს 20 ქულა, მიუხედავად იმისა, უკვე აქვს თუ არა 51 ქულა დაგროვებული.

თუ სტუდენტს ყველა კომპონენტის მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დასკვნითი გამოცდის ჩათვლით დაუგროვდება 41-50 ქულა  დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ეძლევა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. 40 ქულაზე ნაკლების შემთხვევაში კი გადაბარების უფლებას კარგავს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 910ა.

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამაზე მყოფმა სტუდენტებმა ცნობების, სასწავლო ბარათების, სარეკომენდაციო წერილების, ასევე, შემოვლის ბარათების გატანის სურვილის შემთხვევაში  შესაბამისი  სიტყვიერი განაცხადი უნდა წარადგინონ  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანატში 902 ა,11:00 საათიდან 17:00საათამდე.

დოკუმენტაციის გაცემა მოხდება განაცხადის გაკეთებიდან შემდეგი სამუშაო დღის 11:00საათიდან 15:00საათამდე,  დეკანატში 902ა.

თემურ გუგუშვილის საჯარო ლექცია

🏅2018 წლის 28 დეკემბერს 12:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს კრიმინოლოგიური კვლევების ცენტრის წამყვანი ექსპერტი, ევროპის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრი თემურ გუგუშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კრიმინოლოგიის განვითარების ისტორიის მიმოხილვა“

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge