ანონსი

პირველკურსელთა რეგისტრაცია 

👩‍⚖️აბიტურიენტებმა, რომელებმაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ: 👩‍⚖️🗣👩‍⚖️🗣👩‍⚖️🗣
 2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 912ა აუდიტორიაში
 საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.
🚩 რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
▶️ განცხადება (განცხადების ფორმა რეგისტრაციისას დაგხვდებათ)
▶️ ატესტატი (დედანი და ასლი)
▶️ პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
▶️ ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
▶️ 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით).
⚠️⚠️⚠️⚠️ რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი – 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ რეგისტრაციისას.⚠️⚠️
🚩 სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
http://gtu.ge/AboutStu/rekvizitebi.php
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

‼️სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებები და საბუთები მიიღება 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. (სტუ-ს VI კორპუსი, მე-9 სართული, 909ა).
👇👇მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდგომი დოკუმენტაცია:
1.განცხადება
2. პირადობის მოწმობა და მისი ასლი
3. აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუემნტი-დიპლომი და მისი ასლი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3X4 სმ;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)
6. მაგისტრანტის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზემიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www. naec.ge);
7. თი-ბი-სი ბანკის 15 ლარიანი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15-ლარიანი მომსახურების ანგარიში)
📥📥დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში და სასპეციალიზაციო გამოცდაში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
‼️წაკითხულის გააზრება-6,4 ქულა
‼️ანალიტიკური წერა- 7,0 ქულა
‼️ლოგიკური მსჯელობა- 5,2 ქულა
‼️რაოდენობრივი მსჯელობა-5,2 ქულა
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი 65
გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 13 სექტემბერს.
სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება, შესაბამისად, 2019 წლის 12 და 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2019 წლის 13 სექტემბრის 10:00-დან 14 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა _ 14 სექტემბერს, 16:00 საათიდან;
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 14 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

📌📌📌2019-2020 სასწავლო წლის (შემოდგომის) სემესტრი დაიწყება 23 სექტემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 18 იანვრამდე.
📌შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება 18 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით.
📌დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 27 იანვრიდან 08 თებერვლის ჩათვლით.
📥📥დაწვრილებით იხილეთ სასწავლო გრაფიკი:📥📥

🚩🚩სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!🚩🚩

🙌🏼🙌🏼2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა განცხადება და შემდეგი დოკუმენტაცია:📜📜📜
• პირადობის მოწმობის ასლი,
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისათვის) 
• სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით,
• ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით,
• პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით,
• საბაკალავრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი,
• სამაგისტრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ბაკალავრის დიპლომის ასლი,
📌📌უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
📌📌დოკუმენტაცია მიიღება 10:00-16:00 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.(ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 350).

საგამოცდო ცხრილები

დოქტორანტურაზე მყოფი სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მყოფ  სტუდენტთა საყურადღებოდ!

 სწავლება არის სემესტრული; სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ერთი სემესტრის განმავლობაში  არის 15  სასწავლო კვირა.

სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას,  სასწავლო კვირა არის დროის ის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება  სტუდენტის სასწავლო დატვირთვა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მიმდინარე აქტივობის ანუ სემესტრის მანძილზე სემინარების მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური ჯამური დადებითი შეფასება არის- 15 ქულა. რაც იმას ნიშნავს, რომ დოქტორანტურის  სტუდენტს  სემესტრის ბოლოს  საკურსო ნაშრომთან ერთად ჯამში ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აქტივობის მინიმალური კომპეტენცია  15 ქულა უნდა ჰქონდეს.  რაც, შეეხება შუალედურ გამოცდას, მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15  ქულა.

დასკვნითი შეფასების მაქსიმალური დადებითი ქულა არის 40 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მაგისტრატურაში წარმოადგენს 20 ქულა.

მინიმალური კომპეტენციები:

სემესტრულ (სემინარები+საკურსო ნაშრომი )  აქტივობაში (საკურსო ნაშრომი): 15 ქულა- 30ქულიდან

შუალედურ გამოცდაზე: 15 ქულა-30ქულიდან

ფინალურ გამოცდაზე: 20 ქულა-40 ქულიდან

იმისთვის, რომ სტუდენტი გავიდეს დასკვნით გამოცდაზე უნდა ჰქონდეს სემესტრულ აქტივობაში 15 ქულა და შუალედური წერაში 15  ქულა. რომელიმე მინიმალური კომპეტენციის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი  დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

იმისთვის, რომ სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს მაქსიმალური შეფასებიდან 100 ქულიდან უნდა დააგროვოს 51 ქულა.

სტუდენტი ვალდებულია გავიდეს დასკვნით გამოცდაზე და აიღოს 20 ქულა, მიუხედავად იმისა, უკვე აქვს თუ არა 51 ქულა დაგროვებული.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 910ა.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორნატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტს ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს კონსულტაციის ოთახს,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00- 17:00 საათამდე.  მაგისტრებს დამატებით შეუძლიათ ისარგებლონ კონსულტაციით შაბათს 11:00-14:00 საათამდე. 910ა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები

ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 24 დეკემბერს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს: ასოცირებულ პროფესორსა და პროფესორს.

 

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოება 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით,

11:00 საათიდან 18:00 საათამდე,  კვირის გარდა,  913ა ოთახში.

რეგისტრაციისას მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი ცნობა და სამოქმედო პროგრამა.

კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის განხილვა მოხდება  ფაკულტეტის საბჭოზე 21 დეკემბერს 16:00საათზე. 909ბ აუდიტორიაში.

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge